სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება - არის თუ არა პეტრე დამნაშავე? -ლიტერატურული გასამართლება (ილია ჭავჭავაძის მოთხრობიდან "სარჩობელაზედ")
პროექტის მთავარი იდეა - მოსწავლეებმა სრულყოფილად შეისწავლონ ნაწარმოებში დასმული პრობლემა და გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები
პროექტის აქტუალობა - მოსწავლეები კიდევ ერთხელ დაფიქრდებიან საზოგადოების გულგრილობაზე და სიღრმისეულად გააანალიზებენ ბრბოს ფსიქოლოგიას
პროექტის მიზნები - მოსწავლეები გამოკვეთენ საზოგადოებისა და პიროვნების ურთიერთდამოკიდებულებას,იმსჯელებენ პეტრეს მხატვრული სახის შესახებ,  გააანალიზებენ და შეაფასებენ მისი ქცევის მოტივს.
მონაწილეთა ასაკი - 15-16
ვადები/ხანგრძლივობა - 2კვირა
მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას - პრეზენტაცია, გასამართლება
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები - სახელმძღვანელო, კომპიუტერი , პროექტორი
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები) - 
აქტივობა 1 - პროექტის გეგმისა და იდეის გაცნობა
აქტივობა 2 - ბროშურის დამზადება
აქტივობა 3 - ინფორმაციის მიწოდება, ბროშურის საშუალებით, მოსწავლეებთნ, მასწავლებლებთან და მშობლებთან
აქტივობა 4 - ჯგუფები იმუშავებენ პეტრეს მხატვრულ სახეზე
აქტივობა 5 - კლასი დაესწრება სასამართლო პროცესზე
აქტივობა 6 -ჯგუფები მოამზადებენ პრეზენტაციებს კეთილი და "დამნაშავე" პეტრეს წარმოსაჩენად
აქტივობა 7 - მოეწყობა ლიტერატურული გასამართლება - არის თუ არა პეტრე დამნაშავე?
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი - სამოქალაქო განათლება
პროექტის ხელმძღვანელი - ჯულიეტა რაზმაძე
ხელმძღვანელი ელ.ფოსტა - julietarazmadze@gmail.com

No comments:

Post a Comment